საქართველოს ბანკი ბიზნეს 360-ის ფარგლებში განაგრძობს თქვენი ბიზნესის მხარდაჭერას, 2 აპრილს გიწვევთ Fas Group-ის დამფუძნებლის, ნათია სხვიტარიძის, ვორკშოპზე, სადაც გაეცნობით ყველაფერს ბუღალტრული პროცესების გაციფრულებაზე
რატომ უნდა დაესწროთ?
ისწავლით, როგორ უზრუნველყოთ სტაბილური შემოსავლები და ეფექტურად მართოთ ხარჯები
გაეცნობით ბუღალტრული აღრიცხვის თანამედროვე მეთოდებს და ტექნოლოგიებს
მიიღებთ სრულყოფილ ინფორმაციას იმ ცვლილებებზე, რომლებიც გავლენას ახდენს თქვენს საქმიანობაზე
აღმოაჩენთ, როგორ შეგიძლიათ მარტივად მართოთ აღრიცხვა და დეკლარირება Fas Group-ის ახალი პროდუქტის დახმარებით
შეხვედრა 2 ნაწილისგან შედგება:
- I ნაწილში ნათია ისაუბრებს ორგანიზაციებისთვის ისეთ საჭირო საკითხებზე, როგორებიცაა: ფინანსური მდგრადობა, შემოსავლების სტაბილურობა, ხარჯების ოპტიმიზაცია, ეფექტური ფინანსური დაგეგმვა, რისკების მართვა და ა.შ.
- II ნაწილში კი სპიკერთან ერთად განიხილავთ მცირე მეწარმეების საჭიროებებს როგორც სააღრიცხვო, ისე საგადასახადო თვალსაზრისით. გაეცნობით საკანონმდებლო სიახლეებს და Fas Group-ის ახალ პროდუქტს, რომელიც მცირე მეწარმეებისთვის ამარტივებს აღრიცხვასა და დეკლარირებას
თარიღი: 2 აპრილი
დრო: 16:00 - 18:00 სთ
ადგილი: 4B, ა. ყაზბეგის გამზ. №15