საქართველოს ბანკი აზროვნების აკადემიასთან ერთად მეხუთე ბიზნეს სესიას გეგმავს. ბრენდის სტრატეგიის, ბრენდინგისა და კომუნიკაციების სესიას გაუძღვება მარიამ ბებიაშვილი, ბრენდ სტრატეგი და minds&marketing-ის დამფუძნებელი. მარიამი დაგეხმარებათ, იპოვოთ ბრენდის კონკურენტული უპირატესობა და შექმნათ წარმატებული ბრენდი.
რატომ უნდა დაესწროთ ?
- ისწავლით თუ როგორ ჩამოაყალიბოთ ბრენდის სტარტეგია
- როგორ დაიწყოთ ბრენდის შენება, რა ეტაპები უნდა გაიაროთ იდეის გაჩენიდან - ბრენდის დაბადებამდე
- როგორ უნდა განსაზღვროს ბრენდმა თქვენი მომხმარებლის საჭიროებები, შეთავაზებები და დაპირება
- როგორ შექმნათ ღირებულებებზე დაფუძნებული ბრენდი, რომელიც ადამიანებს თქვენი მისიის გარშემო გააერთიანებს
ლექტორი ისაუბრებს ლოგოს, ფერთა პალიტრისა და ბრენდბუქის მნიშვნელობაზე, როგორ უნდა შეიქმნას თითოეული მათგანი და რა არის ის ხშირად დაშვებული შეცდომები, რაც უნდა გაითვალისწინოთ ბრენდის შექმნისას.
ღონისძიება არის იდეალური შესაძლებლობა, რომ გადაიკვეთოთ სხვა მეწარმეებთან, მიიღოთ მათგან პრაქტიკული რჩევები და გამოცდილება.
ღონისძიების ბილეთების შესაძენად ეწვიეთ ბმულს
ბიზნეს სესიის დეტალები:
თარიღი: 11 ივნისი
დრო: 20:00 სთ
ადგილი: თინა იოსებიძის ქ. №57, აზროვნების აკადემია