გრძელდება შეხვედრები ბიზნეს 360˚-ის ფარგლებში და 25 აგვისტოს გიწვევთ ალექსი გიჯაშვილის ვორკშოპზე, სადაც ქალ მეწარმეებს გავუზიარებთ, როგორ უნდა დასახოთ თქვენი ორგანიზაციის სტრატეგიული მიზნები და მართოთ აღსრულების პროცესები
რა თემებს განვიხილავთ:
• შეისწავლით, რა მიზანი აქვს OKR-ებსა და KPI-ს და როგორ ხდება მათი გამოყენებით სტრატეგიის დაგეგმვა
• ასევე – რას გულისხმობს QBR მიდგომა და როგორ დაგეხმარებათ ის სამომავლოდ დასახული ბიზნესპროცესების სრულყოფაში
შემოგვიერთდით, რომ ერთად ვიზრუნოთ თქვენი ბიზნესის განვითარებაზე
შეხვედრა ჩატარდება 25 აგვისტოს, 17:00-ზე, ინტერაქციულ ფორმატში. გექნებათ შესაძლებლობა, ჩაერთოთ დისკუსიაში და განიხილოთ სხვადასხვა საკითხი სპიკერთან.
გელოდებით საქართველოს ბანკის 4B ფილიალში, ალექსანდრე ყაზბეგის N 15
ვორკშოპის დეტალები:
ადგილი: 4B სივრცე
თარიღი: 25 აგვისტო
დრო: 17:00 სთ