ბიზნეს 360˚-ის შეხვედრების სერიის ფარგლებში, საქართველოს ბანკი 11 მარტს, 17:00 საათზე, გიწვევთ გვანცა თათოშვილის ვორქშოპზე - „უცხოელთა დასაქმება და სამუშაო ნებართვების მიღების პროცესის პრაქტიკული მართვა“
ვორქშოპის თემებია:
- რა არსებითი ცვლილებები განხორციელდა უცხოელთა დასაქმების პროცესებთან მიმართებით და რა გავლენას ახდენს ეს მცირე და საშუალო ბიზნესის ოპერაციებზე
- რა ევალება ბიზნესს უცხოელის აყვანამდე და რა ღონისძიებებია გასატარებელი მათი დასაქმების შემდეგ
- თანმიმდევრული პრაქტიული პროცესის დასანერგად საჭირო პლატფორმები და პროცესები
- გადაცდომები და რისკები
- როგორ ვმართოთ პროცესები, თუ კომპანიაში არც იურისტი და არც HR სპეციალისტი არ გვყავს
შეხვედრა ჩატარდება ინტერაქციულ ფორმატში, კითხვა-პასუხის რეჟიმში. მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, ჩაერთონ დისკუსიაში, დასვან კითხვები საკუთარი ბიზნესის პერსპექტივიდან და მიიღონ პრაქტიკული რჩევები
ღონისძიების დეტალები:
- თარიღი: 11 მარტი
- დრო: 17:00
- ლოკაცია: საქართველოს ბანკის 4B ფილიალი, ალ. ყაზბეგის N15
- ხანგრძლივობა: 2 საათი