გუნდის შექმნა და მართვა
საქართველოს ბანკი და აზროვნების აკადემია ბიზნეს 360°-ის ფარგლებში წარმოგიდგენთ მესამე ბიზნესსესიას − გუნდის შექმნა და მართვა
ლექცია მოგცემთ როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ ცოდნას, თუ როგორ აქციოთ თქვენი გუნდი სტრატეგიულ უპირატესობად, რადგან ძლიერი, მოტივირებული და სწორად შერჩეული გუნდი კრიტიკულად მნიშვნელოვანია ნებისმიერი ბიზნესის, განსაკუთრებით კი სტარტაპის, წარმატებისთვის
რას ისწავლით?
- გუნდის შემქნის სტრატეგიებს კომპეტენციებისა და კომპანიის ღირებულებების გათვალისწინებით
- როლების ეფექტურად განაწილებასა და თანამშრომლობითი კულტურის ჩამოყალიბებას სტარტაპგარემოში
- უსაფრთხო გარემოს შექმნის პრინციპებს, რაც გუნდის მდგრად განვითარებას განაპირობებს
- პრაქტიკულ ინსტრუმენტებსა და მიდგომებს, დაფუძნებულს როგორც თეორიულ ცოდნაზე, ისე თანამედროვე სტარტაპების გამოცდილებაზე
ვისთვის არის ეს შეხვედრა?
დამწყები და მოქმედი ბიზნესის მფლობელებისთვის, მენეჯერებისთვის და ყველასთვის, ვისაც სურს შექმნას და მართოს მაღალეფექტური გუნდი
ღონისძიების ბილეთის შესაძენად კი ეწვიეთ აზროვნების აკადემიას
თარიღი: 28 მაისი
დრო: 20:00 სთ
ადგილი: აზროვნების აკადემია