ბიზნეს 360-ის ფარგლებში გიწვევთ ღონისძიებაზე − შუა კორიდორი ფუნქციონალი და შესაძლებლობები
შეხვედრა განკუთვნილია საერთაშორისო ვაჭრობაში ჩართული ქართველი მეწარმეებისთვის, იმპორტ-ექსპორტით დაინტერესებული ბიზნესებისთვის, სატრანსპორტო-ლოგისტიკური კომპანიებისთვის − ყველასთვის, ვისთვისაც ტვირთის მიმოცვლის დროის შემცირება და ამ პროცესში შეღავათების მიღება მნიშვნელოვანია
შეხვედრა ჩატარდება 10 აპრილს ჩვენს 4B სივრცეში, სპიკერები კი იქნებიან Maersk-ის კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ბიზნესის განვითარების ხელმძღვანელი ირაკლი დანელია და Hegelmann Multimodal Georgia კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი სალომე დანელია
ვორკშოპის თემები იქნება:
• შუა კორიდორის შესაძლებლობები ქართული ბაზრისთვის
• რა გავლენა აქვს გლობალური მიწოდების ჯაჭვის ცვლილებებს შუა კორიდორის განვითარებაზე
• რა შესაძლებლობები ვლინდება საერთაშორისო ვაჭრობაში ჩართული ბიზნესსუბიექტებისთვის და სატრანსპორტო ლოგისტიკური კომპანიებისთვის
• გლობალური მიწოდების ჯაჭვის ტრანსფორმაცია და კონტეინერიზაცია
• საქართველოს, კავკასიისა და ცენტრალური აზიის ლოგისტიკური უზრუნველყოფის პოზიცია
• Maersk-ის, როგორც გლობალური საკონტეინერო ლოგისტიკური ინტეგრატორის, როლი საქართველოს, კავკასიისა და ცენტრალური აზიის სავაჭრო შესაძლებლობების განვითარებაში / Maersk-ის სატრანსპორტო ლოგისტიკური პროდუქტები ქართული და რეგიონული ბიზნესსუბიექტებისთვის
შეხვედრის დეტალები
თარიღი: 10 აპრილი, 17:00 – 18:30 სთ
მისამართი: ა. ყაზბეგის გამზ. №15, 4B