Startup Grind თბილისი, საქართველოს ბანკის პარტნიორობით, გიწვევთ შეხვედრაზე ბას გოდსკასთან - ევროპის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ინვესტორთან და ზრდის სტრატეგთან. ღონისძიებაზე ის გაგვიზიარებს თავის უნიკალურ გამოცდილებას, თუ როგორ იქცა მსხვილი კორპორაციების მარკეტინგის დირექტორიდან 400-ზე მეტი კომპანიის ინვესტორად და რა გზა გაიარა გლობალური წარმატების მისაღწევად.
ვისთვის არის განკუთვნილი?
- სტარტაპის დამფუძნებლებისთვის, რომლებსაც სურთ, თავიანთი იდეა გლობალურ ბიზნესად აქციონ.
- დამწყები და მოქმედი ინვესტორებისთვის, რომლებიც ეძებენ ახალ შესაძლებლობებს განვითარებად ბაზრებზე.
- ტექნოლოგიების ენთუზიასტებისთვის, რომლებსაც აინტერესებთ, როგორ იქმნება მსოფლიო დონის კომპანიები.
- მეწარმეებისთვის, რომლებსაც სურთ, ისწავლონ ზრდის არატრადიციული სტრატეგიები და მოიზიდონ საერთაშორისო კაპიტალი.
რას მიიღებთ?
- ისწავლით, როგორ აღმოაჩინოთ ფარული შესაძლებლობები ბაზარზე.
- მიიღებთ პრაქტიკულ რჩევებს, თუ როგორ დაამყაროთ კომუნიკაცია ინვესტორებთან და თავიდან აირიდოთ გავრცელებული შეცდომები.
- გაეცნობით არატრადიციულ ზრდის ტაქტიკებს, რომლებმაც მოულოდნელ სიტუაციებში გაამართლა.
- გაიგებთ, რა ხდის აღმოსავლეთ ევროპის ტექნოლოგიურ ეკოსისტემას უნიკალურს და რა გამოწვევების წინაშე დგანან დამფუძნებლები.
გელოდებით 25 ნოემბერს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრში.
თუ ხარ საქართველოს ბანკის ბიზნეს მომხმარებელი, ისარგებლეთ 20% ფასდაკლებით პრომო კოდის BOG20 გამოყენებისას.
თუ გინდა რომ მიიღო შემახსენებელი შეტყობინება დარეგისტრირდი, ღონისძიების სანახავად ან ბილეთის შესაძენად კი დააჭირეთ აქ