SOLO Business Talks სერია, SOLO Business ნაკრების მფლობელებისთვის გრძელდება.
შემოგვიერთდით თინათინ რუხაძის ინტერაქტიულ სესიაზე, სადაც აღმოაჩენთ, როგორ გარდაიქმნება ლიდერის გამოწვევები ორგანიზაციის გამოწვევებად და როგორ შეიძლება ლიდერის ტრანსფორმაცია იქცეს ორგანიზაციის წარმატებულ ტრანსფორმაციად.
სესიაზე თინათინი ისაუბრებს ორგანიზაციულ ცვლილებებზე გავლენის მქონე მნიშვნელოვან ფაქტორებზე: ტრანსფორმაციის მიზანზე, განვითარების ხედვაზე, იდენტობასა და კულტურაზე, მართვის სისტემებსა და რესურსებზე.
მონაწილეები მიიღებენ პრაქტიკულ იდეებსა და ინსპირაციას, რათა თავად იქცნენ ცვლილებების ლიდერებად საკუთარ გუნდებსა თუ ორგანიზაციებში.
შეხვედრაზე დასწრებას შეძლებენ მხოლოდ SOLO Business ნაკრების მომხმარებლები
ხანგრძლივობა: 2 სთ