SOLO Business Talks სერია, SOLO Business ნაკრების მფლობელებისთვის გრძელდება.
26 თებერვალს გიწვევთ SOLO Business Talks-ზე ბათუმში, სადაც ბრენდის სტრატეგიის კონსულტანტი, ტრენერი და ბრენდინგის შესახებ დაწერილი პირველი ქართული წიგნის ავტორი, შოთა ჩინჩალაძე ისაუბრებს თემაზე: ბრენდი, ბრენდინგი და ჩამოყალიბება (ორიოდ სიტყვა თანამედროვე ბიზნესის მთავარ აქტივსა და მის შენებაზე)
შეხვედრაზე ბრენდისა და ბრენდინგის, მათი მნიშვნელობის შესახებ ვისაუბრებთ და ჩამოყალიბების სტრატეგიულ მოდელსა და მის მდგენელებს მიმოვიხილავთ - იმისთვის, რომ მარადმწვანე ბრენდების შენების გზა უფრო ნათელი და პრაქტიკული გავხადოთ.
შეხვედრაზე დასწრებას შეძლებენ მხოლოდ SOLO Business ნაკრების მომხმარებლები
ხანგრძლივობა: 2 სთ