ბიზნეს 360˚-ის შეხვედრების სერიის ფარგლებში, საქართველოს ბანკი QuickShipper-ის მხარდაჭერით, 6 მაისს გიწვევთ მარიამ ახვლედიანისა და თათია ნარჩემაშვილის ვორქშოპზე - „Ecommerce და მიწოდების სტრატეგიები ბიზნესის ზრდისთვის“.
ვორქშოფზე შეისწავლით, თუ როგორ აქციოთ ონლაინ გაყიდვები და მიწოდების სერვისი თქვენი ბიზნესის ზრდის მთავარ ინსტრუმენტებად.
ვორქშოპზე გაიგებთ:
- როგორ იქცა eCommerce თანამედროვე ბიზნესის ზრდის მთავარ ნაწილად და რატომ გადადის გაყიდვები ონლაინში
- რატომ არის მომხმარებლის ქცევა და მონაცემები კრიტიკული და როგორ ზრდის მათი სწორი ანალიზი გაყიდვებს
- როგორ ქმნის ნდობა და სიმარტივე მომხმარებლის გადაწყვეტილებას და ზრდის კონვერსიას
- როგორ აქციოთ მიწოდება გაყიდვების მძლავრ ინსტრუმენტად მომხმარებლის ლოიალობის გასაზრდელად
- როგორ მართოთ მომხმარებლის მოლოდინები და გაზარდოთ საშუალო ჩეკი (AOV) მიწოდების სწორი სტრატეგიებით
- რა როლი აქვს ბრენდირებულ კომუნიკაციას მომხმარებლის შენარჩუნების პროცესში.
ღონისძიების დეტალები:
- თარიღი: 6 მაისი
- დრო: 17:00 საათი
- ხანგრძლივობა: 2 საათი
- ლოკაცია: საქართველოს ბანკის 4B სივრცე, ალექსანდრე ყაზბეგის N15