საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, იქომერს ასოციაციისა და სვისკონტაქტის ორგანიზებით, 15-16 ივლისს გაიმართება ელ. კომერციის 2-დღიანი პრაქტიკული ტრენინგი მეწარმე ქალებისთვის ბათუმში. ტრენინგი განკუთვნილია სხვადასხვა გამოცდილების მქონე მეწარმეებისთვის და მოიცავს როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ კომპონენტებს. ორი დღის განმავლობაში მონაწილეები გაეცნობიან ონლაინ გაყიდვების ძირითად პრინციპებს, იმუშავებენ საკუთარ ბიზნეს-გვერდებზე და დაეუფლებიან საქართველოს ბანკი ბიზნესის Ads Manager-ის საშუალებით შეთავაზების შექმნის პრაქტიკულ უნარებს.
პირველი დღის პროგრამა (10:00 - 18:00):
- ელ. კომერციის შესავალი - ონლაინ გაყიდვების მოდელები, Marketplace-ები (Extra, MyMarket, Etsy), სოციალური კომერცია და საკუთარი ვებგვერდი
- გაყიდვების საფუძვლები - სამიზნე მომხმარებლის განსაზღვრა, ნდობის შექმნა, ყველაზე გავრცელებული შეცდომები
- პროდუქტის ონლაინ წარდგენა და პოზიციონირება - ფოტოგრაფია სმარტფონით, პროდუქტის აღწერა, ფასის ფორმირება
- მომხმარებელთან კომუნიკაცია - შეფასებების მართვა, Story და Reels ფორმატების გამოყენება პროდუქტის პოპულარიზაციისთვის, ჩართულობის გაზრდა
- საქართველოს ბანკის Ads Manager - ძირითადი ფუნქციების მიმოხილვა და პირველი შეთავაზების შექმნა. მონაწილეები პლატფორმის ფუნქციების გაცნობასთან ერთად ისწავლიან აუდიტორიის სწორად შერჩევასა და ბიუჯეტის ეფექტიანად დაგეგმვას.
მეორე დღის პროგრამა (10:00 - 17:30):
- საგადასახადო და საბუღალტრო საკითხები - მცირე მეწარმის სტატუსი, შემოსავლის დეკლარირება, ელექტრონული ინვოისი, დღგ
- პრაქტიკული სესიები სხვადასხვა გამოცდილების მქონე მეწარმეებისთვის
- Facebook და Instagram რეკლამის შექმნის პროცესი, აუდიტორიის შერჩევა, ბიუჯეტის დაგეგმვა
დაესწარით ტრენინგს და განავითარეთ თქვენი ბიზნესი ონლაინ სივრცეში.