Logo
ბლოგი
Time icon

2 წუთი წასაკითხად

გიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდია - შესაძლებლობა არქიტექტურის სტუდენტებს

მოტივირებული და შრომისმოყვარე ახალგაზრდებისთვის საქართველოს ბანკი სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტით სწავლის დაფინანსებას განაგრძობს. ჩივნინგის, ფულბრაიტის, ნიკა გუჯეჯიანის თუ სხვა სასტიპენდიო პროგრამების ფარგლებში, საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, არაერთი ქართველი სტუდენტი საზღვარგარეთ სრული დაფინანსებით უკვე სწავლობს.

ამ მიმართულებასთან ერთად, საქართველოს ბანკს სტიპენდიების პროექტი აქვს იმ ახალგაზრდებისთვისაც, ვინც სწავლას საქართველოს წამყვან უნივერსიტეტებში აგრძელებენ. მათ შორის კი გიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდიაა, რომლის მოპოვებაც არქიტექტურის სტუდენტებს შეუძლიათ. პროგრამა ყოველწლიურია, რაც ნიშნავს, რომ მონდომებითა და შრომისმოყვარეობით სტიპენდიის მოპოვების შესაძლებლობა ყოველ წელს გაქვს.

სასტიპენდიო პროგრამაზე განაცხადების მიღება უკვე დაიწყო და 30 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება

ვის შეუძლია სტიპენდიის მიღება?

გიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდია საქართველოს ბანკის პარტნიორი უნივერსიტეტების საბაკალავრო საფეხურის სტუდენტებისთვისაა განკუთვნილი. სტიპენდიატები მაღალი აკადემიური მოსწრებისა და გასაუბრების საფუძველზე შეირჩევიან.

პროგრამაში მონაწილეობა 6 უნივერსიტეტის სტუდენტებს შეუძლიათ:

  • ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • თავისუფალი უნივერსიტეტი
  • აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია
  • საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
  • ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • საქართველოს უნივერსიტეტი

თითოეული უნივერსიტეტი სტიპენდიის მიღების კრიტერიუმებს ინდივიდუალურად განსაზღვრავს. თითოეული პარტნიორი უნივერსიტეტიდან დაფინანსებას მინიმუმ ერთი სტუდენტი მიიღებს.

გაითვალისწინე: განაცხადების მიღება უკვე დაიწყო და 30 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება

როგორ შეირჩევიან სტიპენდიატები?

შერჩევის პროცესი რამდენიმე ეტაპს მოიცავს:

  • პირველ ეტაპზე უნივერსიტეტები მიღებულ განაცხადებს GPA-სა და სამოტივაციო წერილის საფუძველზე გადაარჩევენ
  • შემდეგ შერჩეულ აპლიკანტებთან გასაუბრება გაიმართება, რის შემდეგაც სტიპენდიატები გამოვლინდებიან

რატომ ატარებს სტიპენდია გიორგი ჩახავას სახელს?

გიორგი ჩახავა ქართველი არქიტექტორია, რომლის შემოქმედებამ ქართული არქიტექტურის ისტორიაში გამორჩეული ადგილი დაიკავა. მის სახელთან არაერთი ორიგინალური არქიტექტურული პროექტია დაკავშირებული, მათ შორის საქართველოს ბანკის სათავო ოფისის შენობა – ნაგებობა, რომელიც გამორჩეული არქიტექტურული გადაწყვეტით დღემდე იპყრობს ყურადღებას.

სიმბოლურია, რომ საქართველოს ბანკის სათავო ოფისი გიორგი ჩახავას მიერ შექმნილ, მსოფლიოში ცნობილ შენობაშია განთავსებული. საქართველოს ბანკის გუნდისთვის განათლება ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. ამასთან, ჩვენ ხელს ვუწყობთ კულტურული და ისტორიული მნიშვნელობის ძეგლების, გამორჩეული ქართველი ხელოვანების შესახებ ცნობიერებისა და ინტერესის ამაღლებას, რაც ჩვენ მიერ განხორციელებულ პროექტებში გამოიხატება.
– აღნიშნავს საქართველოს ბანკის CSR მიმართულების ხელმძღვანელი, ანა ლომთაძე

გიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდია ახალგაზრდა არქიტექტორებს სწავლის გაგრძელებისა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას აძლევს. საქართველოს ბანკისთვის განათლების მხარდაჭერა სწორედ იმ შესაძლებლობების შექმნას გულისხმობს, რომლებიც ახალგაზრდებს საკუთარი ინტერესების განვითარებასა და მომავალი პროფესიის დაუფლებაში ეხმარება.

საქართველოს ბანკი – განათლების მთავარი მხარდამჭერი

დარეგისტრირდი 30 ნოემბრის ჩათვლით

გააზიარე

შეიძლება დაგაინტერესოს