Logo
ბლოგი
Time icon

2 წუთი წასაკითხად

როგორ დავიბრუნოთ 25% ბიზნეს Mastercard-ით ყოველ გადახდაზე და ვისარგებლოთ უფასო გადარიცხვებით | სარგებელი ბიზნესისთვის

24 ოქტ. 2025

საქართველოს ბანკის მიზანია, იყოს არა უბრალოდ ფინანსური პარტნიორი, არამედ აქტიური მხარდამჭერი თითოეული ბიზნესისთვის, ამიტომ ყოველთვის ვცდილობთ შევქმნათ კომფორტული, მოქნილი და ეფექტური სისტემა ფინანსური მართვისა და გადახდებისთვის.

ამ მხარდაჭერის ფარგლებში, განსაკუთრებული შეთავაზებები გვაქვს მათთვის, ვისაც 2025 წლის 1-ელი აგვისტოდან 1 ოქტომბრამდე არ უსარგებლია ბიზნეს მობილბანკით ან ინტერნეტბანკით, ან ჯერ ისევ არ აქვს იურიდიული პირის ბიზნეს ანგარიში.

კამპანია 31 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება და რამდენიმე სარგებელს აერთიანებს:

25% ქეშბექი Mastercard-ის ბიზნეს ბარათით გადახდისას

შესყიდვები, მცირე თუ მსხვილი ხარჯები ნებისმიერი ბიზნესის ყოველდღიურობის ნაწილია. მოახლოებულ ფასდაკლებებთან ერთად დამატებითი ქეშბექი საუკეთესო სარგებელია.

კამპანიის ფარგლებში 31 დეკემბრის ჩათვლით ისარგებლებთ 25%-იანი ქეშბექით Mastercard ბიზნეს ბარათით შესრულებულ ნებისმიერი ტიპის გადახდაზე.

არ აქვს მნიშვნელობა გადახდის ტიპსა და შეძენილ პროდუქტს:

  • იხდით ონლაინ ან ყიდულობთ ციფრული აპლიკაციების გამოწერებს,
  • თუ იხდით ფიზიკურად და ყიდულობთ საკანცელარიო ნივთებს ოფისისთვის.

კამპანიის ფარგლებში, Mastercard ბიზნეს ბარათზე ნებისმიერ გადახდის მეოთხედი, მაქსიმუმ 500 ლარი, უკან დაგიბრუნდებათ თუ 1 აგვისტოს შემდეგ პირველად გამოიყენებთ ბიზნეს მობილბანკს ან ინტერნეტბანკს. ბარათის შეკვეთა ონლაინ შეგიძლიათ.

უფასო გადარიცხვები

თანამედროვე ბიზნესის წარმატება მუდმივ გადარიცხვებს, სწრაფ ანგარიშსწორებებსა და ხშირ საერთაშორისო ოპერაციებს გულისხმობს, რაც, როგორც წესი, საკომისიო ხარჯებთანაა დაკავშირებული.

კამპანიის ფარგლებში კი შეგიძლიათ გადარიცხოთ თვეში 1 000 000 ლარამდე თანხა სასურველ ვალუტაში ყოველგვარი საკომისიოს გარეშე.

M ბიზნეს ნაკრები 3 თვით უფასოდ

კამპანიის მესამე და მნიშვნელოვანი შეთავაზება M ბიზნეს ნაკრებია, რომლითაც სამი თვის განმავლობაში უფასოდ ისარგებლებთ.

ბიზნეს ნაკრები მოიცავს თქვენი ბიზნესის გამართულად მუშაობისთვის საჭირო ყველა ძირითად პროდუქტსა და სერვისს. M ნაკრები კიდევ ბევრ სხვა უპირატესობას აერთიანებს, დეტალებს ამ ბმულზე შეგიძლიათ გაეცნოთ.

კამპანიის ფარგლებში 3 თვით უფასოდ შეძლებთ:

  • გაანაღდოთ მარტივად: ბანკომატიდან განაღდების დღიური ლიმიტი 30 000 ლარია.
  • დაზოგოთ გადარიცხვებზე და კომუნალურებზე: გადარიცხვებზე და გადასახადებზე შეღავათიანი ტარიფით ისარგებლებთ.
  • გადაანაწილოთ ხარჯები: 2 ციფრულ და 2 პლასტიკურ ბარათს უფასოდ მიიღებთ.

ასე რომ, საქართველოს ბანკის ბიზნეს პროდუქტები საუკეთესო საშუალებაა ფინანსების სამართავად, რუტინული ოპერაციების გასამარტივებლად და საინტერესო შეთავაზებების მისაღებად.

კამპანიაში ჩასართავად, დარეგისტრირდით ბმულზე 31 დეკემბრამდე!

გადმოწერეთ ბიზნეს მობილბანკი

გააზიარე

შეიძლება დაგაინტერესოს