Logo
ბლოგი
Time icon

3 წუთი წასაკითხად

სტიპენდია მოსწავლეებისთვის: ისწავლე ის, რაც ნამდვილად გაინტერესებს

ვიდეოს მონტაჟში რამდენიმე საათი ისე გაატარე, რომ ვერც შეამჩნიე, ან კლასის ჩატისთვის სტიკერები შექმენი და ახლა ყველა იმას გეკითხება, როგორ გააკეთე. ასეთ მომენტებში ჩანს, რა გიტაცებს ნამდვილად. ახლა ამ ინტერესის პროფესიულ ცოდნად ქცევის შანსიც გაქვს.

საქართველოს ბანკმა მოსწავლეებისთვის ახალი პროექტი დაიწყო: სტიპენდია პროფესიულ აკადემიებში. მისი საშუალებით სრულიად უფასოდ ისწავლი ჩვენს რომელიმე პარტნიორ აკადემიაში. განაცხადის შევსება 20 ნოემბრამდე შეგიძლია.

პროფესიული აკადემიების სტიპენდია საქართველოს ბანკმა გასულ წელს დაიწყო. პროექტის ფარგლებში მსურველს შეუძლია, 20-მდე პარტნიორ აკადემიაში სასურველი კურსი აირჩიოს და სწავლის საფასური სრულად დაუფინანსდეს.

ახლა ეს შესაძლებლობა მოსწავლეებსაც აქვთ. მათთვის ცალკე პროგრამა შეიქმნა, რომელიც ტექნოლოგიურ და კრეატიულ მიმართულებებს აერთიანებს. ასე რომ, თუ რომელიმე მათგანი დიდი ხანია გაინტერესებს, მის შესასწავლად სკოლის დამთავრებას აღარ უნდა დაელოდო.

რატომ უნდა ცადო

სკოლა ბევრ რამეს გასწავლის, თუმცა ყველაფერს, რაც გაინტერესებს, ვერ მოიცავს. კონკრეტული პროფესიის დასაუფლებლად ხშირად სხვა გარემო და მეტი პრაქტიკა გჭირდება. სწორედ ამ გარემოს გაძლევს პროფესიული აკადემია.

ლუკა წივილაშვილს თუ ჰკითხავ, პროფესიის ძიება საკუთარი თავის ძიებასაც ნიშნავს:

მთავარია, მიჰყვე შენს ოცნებებს და ეცადო, აღმოაჩინო შენს თავზე და სამყაროზე უფრო მეტი

ამისთვის კი ფიქრი საკმარისი არ არის, საქმე უნდა მოსინჯო. სტიპენდია ამ შესაძლებლობას უფასოდ გაძლევს, არჩევანიც საკმაოდ ფართოა.

რა შეგიძლია ისწავლო

მოსწავლეებისთვის განკუთვნილი კურსები ოთხ მიმართულებას აერთიანებს. იმის მიხედვით, რა გიყვარს ყველაზე მეტად, შენთვის შესაფერისს მარტივად იპოვი.

პროგრამირება: თუ გინდა, საიტი ან აპლიკაცია საკუთარი ხელით ააწყო

  • პროგრამირების საფუძვლები
  • ვებ პროგრამირება 0-დან
  • Front-end Development
  • Back-end Development
  • React Native 0-დან

დიზაინი: თუ ხშირად ამჩნევ, რომ აპლიკაცია მოუხერხებელია ან პოსტერი უკეთესი შეიძლებოდა ყოფილიყო

  • გრაფიკული დიზაინი
  • UI/UX დიზაინი

ხელოვნური ინტელექტი: თუ AI-სგან უბრალო პასუხებზე მეტს ელი

  • ხელოვნური ინტელექტის პრაქტიკული კურსი
  • AI აგენტები და ავტომატიზაცია
  • კონტენტის შექმნა AI-ის დახმარებით
  • AI და მეწარმეობა

მართვა და კომუნიკაცია: თუ იდეები გაქვს და გუნდის შეკვრაც გეხერხება

  • IT პროექტების მართვა
  • კრეატიული კომუნიკაციის კურსი

თითოეული კურსის სილაბუსსა და დეტალებს სასურველი აკადემიის ვებგვერდზე ნახავ.

სად ისწავლი

ამ კურსებს ექვსი პარტნიორი აკადემია ატარებს. თითოეულს საკუთარი პროგრამა აქვს, ამიტომ არჩევამდე ღირს, მათ შეთავაზებებს გაეცნო:

  • IT აკადემია STEP
  • სქილვილი
  • ელექტრონული აკადემია
  • Edutech Academy
  • Re:educate
  • დიზაინ ინსტიტუტი 

როგორ მოიპოვო სტიპენდია

სტიპენდიატებს სამოტივაციო წერილის, გასაუბრებისა და, ზოგიერთი აკადემიის შემთხვევაში, დამატებითი ტესტირების საფუძველზე არჩევენ. პროცესი ასე გამოიყურება:

  • ავსებ განაცხადის ფორმას stipendia.bog.ge-ზე და გვიზიარებ შენს მოტივაციას
  • განაცხადები პირველად გადარჩევას გადის
  • შერჩეულ კანდიდატებს გასაუბრებაზე იწვევენ
  • ზოგიერთ აკადემიაში დამატებით ტესტირება ან უნარების შემოწმებაც ტარდება

ამ ეტაპებიდან სამოტივაციო წერილი ის ადგილია, სადაც საკუთარ თავს პირველად წარადგენ, ამიტომ მასზე ცოტა მეტი ფიქრი ღირს.

როგორ დაწერო სამოტივაციო წერილი

კარგი წერილი მიზნით იწყება. ლუკაც ამბობს:

თუ მიზანი არ გაქვს, რთულია მოტივაციის ქონაც

როცა იცი, სად გინდა მისვლა, იმის ახსნაც გიადვილდება, რატომ გჭირდება ეს კურსი. ამიტომ ზოგადი ფრაზების ნაცვლად წერილში კონკრეტულად ახსენი:

  • რატომ აირჩიე სწორედ ეს კურსი
  • რა გააკეთე უკვე ამ მიმართულებით, თუნდაც პატარა: სკოლის ღონისძიების პოსტერი, კოდის პირველი სტრიქონები, საკუთარი ვიდეო…
  • რისი გაკეთება გინდა, რომ შეგეძლოს კურსის ბოლოს

ნუ გადადებ ბოლო დღისთვის

განაცხადის შევსება 20 ნოემბრამდეა შესაძლებელი. ფორმას რამდენიმე წუთი სჭირდება, კარგ წერილს კი ცოტა მეტი დრო. შეავსე განაცხადი, გაგვიზიარე შენი მოტივაცია და დაელოდე პასუხს გასაუბრების შესახებ.

საქართველოს ბანკის ყველა საგანმანათლებლო პროექტი და მათი ვადები ჩვენს ბლოგში შეგიძლია ნახო.

გააზიარე

შეიძლება დაგაინტერესოს