1 წუთი წასაკითხად
Data Challenge-ის მეორე სერია: აღმოაჩინე შენი პოტენციალი
მონაცემთა მეცნიერებით ხარ დაინტერესებული? საქართველოს ბანკის Data Challenge-ის მეორე სერია იწყება! ჩაერთე, გამოცადე შესაძლებლობები და მოიგე სოლიდური პრიზი.
18 ნოე. 2022
1 წუთი წასაკითხად
საქართველოს ბანკი აგრძელებს ყველაზე ინოვაციურ, თანამედროვე და საინტერესო Data Challenge-ის სერიას, სადაც მონაცემთა მეცნიერებით დაინტერესებულ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ჩაერთოს მარტო ან საკუთარ გუნდთან ერთად, შეასრულოს დავალება და მოიგოს სოლიდური თანხა.
ეს არის უნიკალური შესაძლებლობა ახალი ტალანტების, მონაცემთა მეცნიერების აღმოსაჩენად და ჩვენს ქვეყანაში Data საზოგადოების განსავითარებლად. ასე რომ, თუ გაინტერესებს ეს სფერო, მიიღე მონაწილეობა საქართველოს ბანკის Data შეჯიბრში და გამოცადე შენი შესაძლებლობები ახალ გამოწვევებში.
პირველი შეჯიბრის გამარჯვებულები უკვე გამოვლინდნენ. მეორე სერია ახლა იწყება. მსურველებს datachallenges.ge-ს პლატფორმაზე რეგისტრაცია უკვე შეუძლიათ, დავალებაზე რეგისტრაცია და მუშაობის დაწყება კი 22 ნოემბრიდან 25 დეკემბრამდე შეძლებენ