Logo
ბლოგი
Time icon

1 წუთი წასაკითხად

ინოვაციური სტარტაპები: ვინ მოიპოვა GITA-ს 100K ლარიანი გრანტი?

GITA-ს კონკურსში 18 სტარტაპმა 100,000 ლარი მოიპოვა! გაიგეთ, ვინ არიან ინოვაციური პროექტების ავტორები და როგორ განავითარებენ ისინი საქართველოს ბიზნესს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თანადაფინანსების გრანტების პროგრამის გამარჯვებულები უკვე გამოვლინდნენ. 18-მა სტარტაპმა 100 ათასი ლარის ოდენობის გრანტი მიიღო. ღონისძიება 24-25 მაისს გაიმართა. საგრანტო კონკურსს სულ 43 ფინალისტი ჰყავდა, რომელთა შეფასებაც საერთაშორისო ექსპერტების და VC ფონდების წარმომადგენლების მიერ მოხდა.

გამარჯვებულთა სიაში მოხვდა 1 ფინტექ სტარტაპი Smart Cloud Banking, რომელიც ფინანსურ ინსტიტუტებს საშუალებას აძლევს სწრაფად აითვისოს მცირე ბიზნესის სეგმენტი პლატფორმის ციფრული არხების გამოყენებით.

იხილეთ გამარჯვებულთა სრული სია:

  • Global Health – ვირტუალური რეალობის ტექნოლოგიის გამოყენებით გლობალური. ჯანდაცვის პროფესიულ სასწავლო პროგრამებში ახალი მეთოდოლოგიის ინტეგრაცია.
  • Mostat – WiFi თერმოსტატი ინდივიდუალური გათბობის სისტემისთვის.
  • STYX TMS – ონლაინ პლატფორმა გადაზიდვებისთვის.
  • Ur app – კონტაქტების ცნობარი.
  • Partshop.ge – ახალი და მეორადი ავტონაწილების მობილური აპლიკაცია.
  • Smart Cloud Banking – სტარტაპი ფინანსურ ინსტიტუტებს საშუალებას აძლევს სწრაფად აითვისონ მცირე ბიზნესის სეგმენტი პლათფორმის ციფრული არხების გამოყენებით.
  • Traktor – ჭკვიანი დამხმარე 500 მილიონი ფერმერისთვის განვითარებად ქვეყნებში.
  • Spy Recipe – ქართული სუნელების ნაზავი რეცეპტებით.
  • Insurance Tools – ინოვაციური სადაზღვევო პლატფორმა.
  • Eve Grower – მწვანილისა და ბოსტნეულის მოსაყვანი დანადგარი, მზა მიწის კაფსულებითა და ავტომატური მორწყვის რეჟიმით
  • Influence Georgia – მარკეტინგის კომპანია აერთიანებს სოციალურ ქსელში გავლენიან და პროფესიონალ ადამიანებს და აკავშირებს მათ კომპანიებთან.
  • Doers – ყველა მომსახურება გამარტივებული გამოძახებით.
  • Vrex – აკავშირებს ადამიანებს ადგილებთან, ვირტუალური რეალობის მეშვეობით და ეხმარება ტურისტებს გადაწყვეტილების მიღებაში.
  • Anima Chatbotics – პლატფორმა ახალი ტიპის ჩეთბოტებისთვის. პროექტი ქმნის პროგრამებს, რომლებსაც გააჩნიათ ციფრული პერსონალობა.
  • Wine Finder – სტარტაპი ეხმარება ღვინის ენთუზიასტებს იპოვონ მათი ოცნების ღვინო
  • New Technology For Diagnostics Oil Tanks – ნავთობის და ნავთობპროდუქტების ავზების სავალდებულო დიაგნოსტიკის ახალი უნიკალური ტექნოლოგია
  • LawBot – პირველი ქართული იურისტი ბოტი;
  • Hostel Pro – უძრავი ქონების მართვის სისტემა

გააზიარე

შეიძლება დაგაინტერესოს