Logo
ბლოგი
Time icon

1 წუთი წასაკითხად

Squares: როგორ აქცევს სტარტაპი ცარიელ სივრცეებს შემოსავლად?

გაიცანით Squares, 500 Georgia-ს ინოვაციური სტარტაპი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით. აღმოაჩინეთ, როგორ აქცევს ის ცარიელ კომერციულ სივრცეებს შემოსავლად და ამარტივებს დაჯავშნას.

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით 29 ივნისს 500 Georgia-ს მე-4 ნაკადის დემო დღე გაიმართა, სადაც ტექნოლოგიური სტარტაპების დამფუძნებლებმა დაინტერესებულ საზოგადოებას თავიანთი ინოვაციური პროდუქტები წარუდგინეს. მათ შორის ერთ-ერთი იყო Squares.

ეს არის ყაზახეთში დაფუძნებული სტარტაპი, რომლის მისია მომხმარებლებისთვის ღონისძიებებისთვის შესაფერისი სივრცეების მოძიებისა და დაჯავშნის პროცესის გამარტივებაა.

„კომერციული უძრავი ქონების 1/3 მსოფლიო მასშტაბით ცარიელი რჩება,“ – განაცხადა სტარტაპის თანადამფუძნებელმა კასიმმა, რომელმაც სწორედ ამ პრობლემის გადასაჭრელად თანამოაზრესთან ერთად Squares შექმნა.

სტარტაპმა დღემდე უამრავ ბიზნესსა და ინდივიდს აღმოაჩენინა 1500-ზე მეტი სამუშაო სივრცე, რომელმაც შემდგომ 7500-ზე მეტი ჯავშანი მიიღო. შედეგად, მათ მფლობელებს მნიშვნელოვნად გაეზარდათ შემოსავალი და შეძლეს, მათი მეშვეობით მონეტიზირება მოეხდინათ.

კასიმმა ასევე ისაუბრა Squares Pass-ზე, რომელიც პლატფორმის ერთგვარი გამოწერის მეთოდია. აღნიშნული გამოწერით კი მომხმარებელს საშუალება ეძლევა, 200-მდე სამუშაო სივრცეზე ჰქონდეს წვდომა და აირჩიოს მისთვის სასურველი ვარიანტი.

როგორც სტარტაპის თანადამფუძნებელმა აღნიშნა, დღესდღეობით 100 000-მდე სივრცე არსებობს, რომელთა მონეტიზებაც ასევე შესაძლებელია და სტარტაპი რეგიონალური გაფართოების შემდეგ მათ ათვისებას აუცილებლად შეძლებს.

https://www.youtube.com/watch?v=1-4ptvVA4rI&list=PLUxkp0BgXSmK2_2TMbn4-g8coNog8TMma&index=7

გააზიარე

შეიძლება დაგაინტერესოს