Logo
ბლოგი
Time icon

2 წუთი წასაკითხად

მეწარმე ქალი, რომლის მიზანიც სხვა ქალების გაძლიერებაა: Khma Concept-ის ისტორია

გაიგე, როგორ აქცია ხატიამ Khma Concept ქალების გამაძლიერებელ მოძრაობად. აღმოაჩინე მისი გზა, გამოწვევები და საქართველოს ბანკის მხარდაჭერა. შთაგონება შენი ბიზნესისთვის!

ხატია მათიკოშვილი ერთ-ერთია იმ ამბიციურ და მიზანდასახულ ქალ მეწარმეთა შორის, რომლებმაც საკუთარი ბიზნესის განვითარება და ახალ სიმაღლეებზე აყვანა შეძლეს. მისი ბრენდი, “Khma Concept”, არა მხოლოდ ტანსაცმელს ქმნის, არამედ ბევრად უფრო დიდ იდეას ემსახურება – ქალების გაძლიერებას.

ხატიამ მონაწილეობა მიიღო საქართველოს ბანკის, UNDP-ის, შვედეთის მთავრობისა და EFSE Entrepreneurship Academy-ის ერთობლივ პროექტში, “მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამაში”, რომელმაც 2022 წლიდან დღემდე 300-მდე ქალ მეწარმეს დაუჭირა მხარი.

Khma Concept-ის ისტორია ხუთი წლის წინ დაიწყო, თუმცა მისი იდეა სათავეს მე-20 საუკუნის დასაწყისის საქართველოდან იღებს. ბრენდის შექმნა კატო მიქელაძის მოღვაწეობამ შთააგონა.

მისი გაზეთის “ხმა ქართველი ქალისა” მიზანი ქალების გაძლიერება, განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და თანასწორობისთვის ბრძოლა იყო, სწორედ მისმა ისტორიამ მიბიძგა, ჩემი გატაცება და მოდის სიყვარული მექცია საქმედ, რომელიც სხვა ქალებს მისცემდა ინსპირაციას, იქნებოდა მათი ხმა და საუკეთესო საშუალება საკუთარი თავის გამოსახატად

მიუხედავად იმისა, რომ Khma Concept-ის მთავარი პროდუქტი ტანსაცმელია, ბრენდის მთავარი გზავნილი ქალებისადმი საკუთარი შესაძლებლობების უპირობო რწმენაა.

ვფიქრობ, მომხმარებლებს მოსწონთ ჩვენი დამოკიდებულება მათ მიმართ, ის, რომ განსაკუთრებულად ვუდგებით თითოეულ შეკვეთას, მაქსიმალურად ვითვალისწინებთ მათ ინტერესებს და ვაგრძნობინებთ, რომ მხოლოდ პროდუქტს არ იძენენ

როგორც ყველა დამწყები ბიზნესისთვის, ხატიასთვისაც ეს გზა გამოწვევებით იყო სავსე. ლოჯისტიკური და ფინანსური სირთულეები, ასევე რამდენიმე საქმის ერთდროულად კეთების აუცილებლობა, მისი ყოველდღიურობის ნაწილი გახდა.

ახალი ცოდნისა და გამოცდილების მიღების სურვილი გახდა ხატიას მთავარი მოტივაცია, მონაწილეობა მიეღო მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამაში.

ძალიან დიდი ფუფუნებაა მეწარმისთვის, როცა გამოცდილებასა და საუკეთესო პრაქტიკებს გიზიარებენ. თან, ვიცოდი, რომ, ცოდნასთან ერთად, სხვა მეწარმე ქალებსაც გავიცნობდი და ერთმანეთის მხარდაჭერის შესაძლებლობა გვექნებოდა

პროგრამის ფარგლებში გამართულმა ინტენსიურმა ვორკშოპებმა და ექსპერტების დახმარებამ ხატიას ბიზნესს ახალი მიმართულებები მისცა. განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა ხელოვნური ინტელექტის (AI) გამოყენების ტექნიკების შესწავლა, რამაც მას დაანახა, თუ რამდენი სასარგებლო ხელსაწყო არსებობს მეწარმის ყოველდღიური საქმიანობის გასამარტივებლად.

დაინტერესდი AI-ით? ახალი შესაძლებლობა გოგოებისთვის და ქალებისთვის

ხატიას მსგავსად, თუ შენც გაინტერესებს, როგორ აქციო ტექნოლოგიური ტრენდები შენს კარიერულ უპირატესობად, საქართველოს ბანკი, გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან (UN Women) და Mastercard-თან პარტნიორობით, 100%-იან დაფინანსებას გთავაზობს ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით საქართველოს 6 წამყვან აკადემიაში. გაიგე AI სტიპენდიაზე მეტი.

Khma Concept – მომავლის გეგმები და განვითარების მხარდაჭერა

რაც შეეხება Khma Concept-ს, ბრენდს ამბიციური სამომავლო გეგმები აქვს. როგორც ხატია აღნიშნავს: “ჩვენი მიზანია, ვიყოთ მომხმარებლებზე კიდევ უფრო მეტად ორიენტირებული, ხელმისაწვდომები და რაც მთავარია – უახლოეს 2 წელში შოურუმი გავხსნათ”.


მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა, რომელშიც ხატიამ მონაწილეობა მიიღო, პლატფორმა ბიზნეს 360°-ის მნიშვნელოვანი ნაწილია. ეს პლატფორმა აერთიანებს ყველა იმ შესაძლებლობას, რასაც საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესს სთავაზობს, მათ შორის საგანმანათლებლო რესურსებს, ინდივიდუალურ პროგრამებსა და სექტორულ ანალიზს. გადადი ბმულზე და აღმოაჩინე მეტი.

გადმოწერეთ ბიზნეს მობილბანკი

გააზიარე

შეიძლება დაგაინტერესოს