Logo
ბლოგი
Time icon

1 წუთი წასაკითხად

ალუბალი: როგორ დაიწყო წარმატების გემო? - გასტროლები ბიზნესში

აღმოაჩინეთ კაფე ალუბლის წარმატების ისტორია, მისი უნიკალური კონცეფცია და სამზარეულო. დიმიტრი რჩეულიშვილთან ერთად გეპატიჟებით გასტროლებში, შეიტყვეთ მეტი!

გასტროლები ალუბალში სტუმრობით იწყება. პირველი ეპიზოდი ალუბლის შექმნის ისტორიას და მისი კონცეფციის მიმოხილვას ეთმობა. დამფუძნებლები, მაკა და მარიანა გვიამბობენ, თუ როგორ აღმოაჩინეს მომაჯადოებელი ადგილი და მალევე როგორ გახსნეს იქ კაფე.

ამ ეპიზოდში ალუბლის სამზარეულოშიც შეგახედებთ, სადაც დიმიტრი რჩეულიშვილი რთულ მისიას — სულგუნის ამოყვანას შეეჭიდა.

საფირმო ჭვიშტარი, კიტრი-პამიდვრის სალათა, ზაქის კატლეტი, გრილზე შემწვარი პრასი — ეს ალუბლის უნიკალური მენიუს მხოლოდ მცირე ნაწილია. დანარჩენი კი ნახეთ ვიდეოში და დაგვემგზავრეთ გასტროლებში დიმიტრი რჩეულიშვილთან ერთად.

https://www.youtube.com/watch?v=WxmXh4rRt-k&list=PLUxkp0BgXSmKTWp6ffx4KXlrmgUaiNZIg&index=6

გააზიარე

შეიძლება დაგაინტერესოს