Logo
ბლოგი
Time icon

2 წუთი წასაკითხად

ყოველდღიური შოპინგი PLUS ქულებად: გაიგე, როგორ დააგროვო მეტი!

აქციე შოპინგი PLUS ქულების საიდუმლო წყაროდ! აღმოაჩინე პარტნიორები, სადაც 2X, 5X, 10X ქულებს და 20% ფასდაკლებას მიიღებ. დაიწყე ჭკვიანი დაგროვება!

12 ნოე. 2025

გიფიქრია, როგორ აგროვებენ ტექნიკის, ავეჯის, სუნამოების, ძვირადღირებული ტანსაცმლის შესაძენად საკმარისი რაოდენობის PLUS ქულებს? ყველაფერი იმაზე მარტივია, ვიდრე გგონია. მთავარი საიდუმლო სწორი გეგმა და ცოტა წინდახედულობაა.

საქართველოს ბანკის PLUS ლოიალურობის #1 პროგრამაა ქვეყანაში, რომლითაც 900 000-მდე ადამიანი სარგებლობს. PLUS ქულები საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათზე გროვდება, თუმცა PLUS ბარათით აგროვებ უფრო მეტს და საინტერესო შეთავაზებებითაც სარგებლობ.

დროა, ყოველდღიური შოპინგი ქულების დაგროვების სტრატეგიულ გეგმად გადააქციო. გაეცანი შეთავაზებებს და ნახე, რომელ ობიექტებში დააგროვებ დამატებით ქულებს PLUS ბარათით გადახდისას წლის ბოლომდე.

Wissol

მანქანით გადაადგილება ბევრისთვის ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია. თუ ვისოლის სადგურებზე საწვავს სამუშაო დღეებში ჩაასხამ, 2X PLUS ქულას მიიღებ, ხოლო შაბათ-კვირას 5X PLUS ქულას.

ONE PRICE 

სწრაფი და კომფორტული შოპინგისთვის იდეალური ადგილია One Price. ტკბილეული, საყოფაცხოვრებო ნივთები, საჩუქრები – აქ ყველაფერს იპოვი, რაც გჭირდება. PLUS ბარათით გადახდისას კი ყოველდღე 5X PLUS ქულას დააგროვებ.

Wolt

როცა საყიდლებისთვის ან სახლიდან გასვლისთვის არც დრო გაქვს და არც ენერგია, Wolt საუკეთესო გამოსავალია. კომფორტულად მოეწყვე და გამოიძახე ყველაფერი, რაც გინდა. ყოველ ოთხშაბათს PLUS ბარათით გადახდისას 10X PLUS ქულა დაგერიცხება.

ზღაპარი

ყველაზე მეტი თანხა პროდუქტებში იხარჯება, ამიტომ ქულების დაგროვებისთვის საუკეთესო ადგილიც სწორედ სუპერმარკეტია. ზღაპარი თითქმის ყველა უბანშია ხელმისაწვდომი, თანაც მრავალფეროვნებასთან ერთად დაბალი ფასებითაც გამოირჩევა. ეცადე, საყიდლებს კვირა დღე დაუთმო, როცა PLUS ბარათით გადახდიდისას 5X PLUS ქულა დაგერიცხება.

GPC & Pharmadepot

ჯი-პი-სისა და ფარმადეპოში მედიკამენტების გარდა, თავის მოვლის საშუალებების, დეკორატიული კოსმეტიკის მრავალფეროვანი არჩევანი და ბევრი ფასდაკლება დაგხვდება, თუ აფთიაქებში ვიზიტსაც კვირისთვის გადადებ, 10X PLUS ქულას დააგროვებ.  

PLUS ქულებით გადახდის დღეები: 20% ფასდაკლება

დაგროვებული ქულები შეგიძლია PLUS-ის დაბადების დღისთვის და დიდი მიზნებისთვის შემოინახო, თუმცა თუ ლოდინი არ გიყვარს, 5 ივლისამდეც ბევრი საინტერესო შეთავაზება გელის წინ. 

წლის ბოლომდე ყოველ შაბათ-კვირას აფთიაქებსა და მარკეტებში PLUS ქულებით გადახდისას 20%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებ. ნახე ობიექტების სრული ჩამონათვალი.

თუ PLUS ბარათი ჯერ არ გაქვს, გააქტიურებას ამ ბმულზე შეძლებ სულ რამდენიმე წუთში და სრულიად უფასოდ. 


ზოგადად კი, სანამ რამეს იყიდი, უბრალოდ შეამოწმე შეთავაზებები.

ხშირად, ორ მეზობელ აფთიაქს, ბენზინგასამართ სადგურს ან კაფეს შორის არჩევანის გაკეთება სწორედ PLUS-ის შეთავაზებამ შეიძლება გაგიმარტივოს.

ყველა აქტუალური შეთავაზების ერთად სანახავად ყველაზე მარტივი გზა offers.bog.ge-ზე შეხედვა ან მობილბანკის შეთავაზებების ჰაბის შემოწმებაა.

ასე რომ, სწორად დაგეგმე შოპინგი, ისარგებლე შეთავაზებებით და დააგროვე მაშინ, როცა ხარჯავ. 

აიღე PLUS ბარათი

გააზიარე

შეიძლება დაგაინტერესოს