Logo
ბლოგი
Time icon

4 წუთი წასაკითხად

მოწყდი რუტინას: 20-მდე სასტუმრო, სადაც 10-ჯერ მეტ PLUS ქულას დააგროვებ [2025]

შემოდგომის დასვენება გელოდება! აღმოაჩინე საუკეთესო სასტუმროები კახეთში, მთაში თუ ისტორიულ ადგილებში. გადაიხადე PLUS ბარათით და დააგროვე 10-ჯერ მეტი ქულა.

30 სექ. 2025

შემოდგომის გრილი, მაგრამ ჯერ კიდევ მზიანი ამინდები საუკეთესო დროა შვებულების მოსაწყობად, რომ მერე განახლებული ენერგიით დაუბრუნდე დატვირთული ცხოვრების რიტმს.

შეგიძლია მთიან რეგიონებს ესტუმრო, ქალაქთან ახლოს ბუნებაში დაისვენო ან ისტორიული ადგილები მოინახულო. გადაწყვეტილების მიღება რომ გაგიმარტივდეს, ამ ბლოგში სხვადასხვა რეგიონის გამორჩეულ სასტუმროებს მოვუყარეთ თავი.

თანაც, თუ ამ სასტუმროებში საქართველოს ბანკის PLUS ბარათით გადაიხდი, 10-ჯერ მეტ PLUS ქულას დააგროვებ, რასაც ნებისმიერ დროს გადაცვლი სასურველ ნივთებში ან სერვისებში.

აიღე PLUS ბარათი

სად შეგიძლია დაისვენო შემოდგომაზე და დააგროვო 10x PLUS ქულა?

სანამ სასტუმროების არჩევაზე გადავალთ:

სასტუმროები შუაგულ კახეთში

თუ თბილისიდან არც ისე შორს, მაგრამ ბუნებასთან ახლოს, მშვიდ გარემოში გინდა დასვენება, მოინახულე კახეთი, საუკეთესო რეგიონი გასტრონომიული თავგადასავლებისა და ღვინის დაგემოვნებისთვის.

📍 სამზეო ყვარელი

სასტუმრო „სამზეო“ ყვარელში, ქინძმარაულის მიკროზონაში მდებარეობს. აქ მშვიდი ბუნება და თანამედროვე კომფორტი იდეალურად ერწყმის ერთმანეთს – ღია აუზი, პადელის კორტი, საუნა და ასწლოვანი ტყე განტვირთვის საუკეთესო გარემოს ქმნის.

იდეალურია, თუ: ეძებ თანამედროვე დიზაინს და მშვიდ, კომფორტულ გარემოს წყვილთან ან მეგობრებთან ერთად წასასვლელად.

📍 ნეკრესის მამული

ეს არის უნიკალური დასასვენებელი სივრცე, რომელიც აერთიანებს სასტუმროს, მარანსა და რესტორანს. ახლოს არის ნეკრესის სამონასტრო კომპლექსთან.

იდეალურია, თუ: ოჯახთან ერთად გეგმავ დასვენებას და გსურს, ისტორიული ღირსშესანიშნაობებიც მოინახულო.

📍 ამპელო

სასტუმრო სოფელ კარდენახში, შემაღლებულ გორაზე მდებარეობს, საიდანაც ალაზნის ველისა და კავკასიონის ულამაზესი ხედები იშლება. სტუმრებს აქ დახვდებათ ღია აუზი, ტერასები და ღვინის მარანი.

იდეალურია, თუ: განმარტოება და ალაზნის ველის პანორამული ხედებით ტკბობა გსურს.

📍 Schuchmann

Schuchmann Wines Chateau, Villas & SPA აერთიანებს სასტუმროს, იზოლირებულ ვილებს და ღვინის სპას, სადაც სტუმრებს სთავაზობენ ისეთ პროცედურებს, როგორიცაა წითელი ღვინის აბაზანა. კომპლექსში ასევე დაგხვდება გარე და დახურული აუზები.

იდეალურია, თუ: მეგობრებთან ერთად გეგმავ დასვენებას და ღვინის კულტურა და სპა პროცედურები გიზიდავს.

📍 Giuaani

ბუტიკ სასტუმრო ისტორიულ სოფელ მანავში, რომელიც იდეალურია ღვინის მოყვარულთათვის. სასტუმროს აქვს საკუთარი მარანი და რესტორანი, რომელიც ტრადიციულ კერძებთან ერთად, ვეგეტარიანულ, ვეგანურ და უგლუტენო კერძებსაც ამზადებს.

იდეალურია, თუ: ღვინისა და გასტრონომიის მოყვარული ხარ და გამორჩეულ, ავთენტურ გემოებს ეძებ.

📍 Ikalto Woods

აქ დაგხვდება სხვადასხვა ტიპის კოტეჯები, რესტორანი, გარე თერმო აუზი, საუნა და გასართობი ოთახი.

იდეალურია, თუ: ოჯახთან ერთად, ქალაქთან ახლოს, ტყეში განტვირთვა გსურს და გამათბობელი აუზი შენთვის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.

სასტუმროები მთაში, საოცარი ხედებით

მთების და თავგადსავლების მოყვარულებს გუდაურისა და ყაზბეგის სასტუმროები დაგაინტერესებთ. ულამაზესი ხედები, სუფთა ჰაერი, საუკეთესო მომსახურება – აქ დაგხვდება ყველაფერი, რაც საუკეთესო დასვენების მოსაწყობად გჭირდება.

📍 Memoir Kazbegi

სასტუმრო ყაზბეგის ცენტრში მდებარეობს და მოიცავს თანამედროვე ნომრებს, რესტორანსა და პანორამულ ტერასას, საიდანაც ხედები გერგეთის სამებასა და მყინვარწვერზე იშლება.

იდეალურია, თუ: შთამბეჭდავი ხედების მოყვარული ხარ და გსურს, ყაზბეგის პანორამით დატკბე როგორც ნომრიდან, ისე ტერასიდან.

📍 Boutique Hotel 1740

მყუდრო სასტუმრო ყაზბეგში, ზღვის დონიდან 1740 მეტრზე, დიდი ტერასით და მთის ხედებით.

იდეალურია, თუ: ყაზბეგში მყუდრო, ბუტიკის ტიპის სასტუმროს ეძებ წყვილთან ერთად დასასვენებლად.

📍 Gudauri Inn

გამოირჩევა არაგვის ხეობის დაუვიწყარი ხედებით პირდაპირ ოთახიდან და სპა ცენტრიდან, რომელიც აუზს, საუნასა და ჯაკუზებს აერთიანებს.

იდეალურია, თუ: გინდა, შენი ოთახიდან და აუზიდან არაგვის ხეობის დაუვიწყარი ხედი იშლებოდეს.

📍 Quadrum Hotel Gudauri

უნიკალური, ეკომეგობრული არქიტექტურის ბუტიკი სასტუმრო ზღვის დონიდან 2200 მეტრზე მდებარეობს. აქ დაგხვდება დახურული აუზი, საუნა და იოგას ოთახი პანორამული ფანჯრებით.

იდეალურია, თუ: ეძებ უნიკალურ, ინსტაგრამულ გარემოს და გსურს, მთაში განმარტოვდე იოგასა და გამაჯანსაღებელი აქტივობებით.

სასტუმროები ისტორიულ ადგილებში

თუკი მოგზაურობისას ისტორიული ღირსშესანიშნაობების ნახვა და მრავალფეროვანი აქტივობები გიზიდავს, შენი ინტერესებისა და დასვენების სტილის შესაბამის ადგილს, მარტივად იპოვი ჩამოთვლილ სასტუმროებში, რომლებიც უამრავ შესაძლებლობას გთავაზობენ. შეგიძლია წახვიდე სათევზაოდ, სალაშქროდ, პიკნიკზე ბუნებაში ან სასტუმროს გასართობ სივრცეში გაატარო დასამახსოვრებელი საღამოები საყვარელ ადამიანებთან ერთად.

📍 Gori Inn

სასტუმრო თბილისთან ახლოს, გამორჩეული სპა ცენტრით, რომელიც აერთიანებს დიდ აუზს, ჯაკუზებს, საუნებს, ორთქლის ოთახს და ღვინის მარანს.

იდეალურია, თუ: ფუფუნებისა და სრული კომფორტის მოყვარული ხარ და გსურს, ქალაქის ისტორიულ ნაწილთან ახლოს განიტვირთო.

📍 ვარძია რეზორტი

მაღალი კლასის სასტუმრო, რომლის თითქმის ყველა ნომრიდან იშლება ულამაზესი ხედი ვარძიის კლდეში ნაკვეთ სამონასტრო კომპლექსზე. რესტორანი ადგილობრივი, მესხური კერძებით გამოირჩევა.

იდეალურია, თუ: ისტორიული ადგილების მონახულება გიყვარს და გსურს, მაღალი კლასის სასტუმროდან დატკბე ვარძიის უნიკალური ხედებით.

📍 Golden Tulip Borjomi

მე-19 საუკუნის ისტორიული შენობა ბორჯომის პარკის შესასვლელთან მდებარეობს. სასტუმროში დაგხვდება სპა ცენტრი ჯაკუზითა და საუნით.

იდეალურია, თუ: გაინტერესებს ისტორია და გსურს, ბორჯომის ცენტრალურ პარკთან ახლოს, უნიკალური არქიტექტურის მქონე შენობაში დაისვენო.

📍 შატო ვარციხე

120 ჰექტარზე განთავსებული კომპლექსი იმერეთში, რომელიც აერთიანებს ხელოვნურ ტბას, ლოკოკინების ფერმას, აუზს, მარანსა და სპორტულ მოედნებს.

იდეალურია, თუ: ოჯახთან ერთად აქტიურ დასვენებას გეგმავ და გსურს, ერთ სივრცეში ბევრი გასართობი და აქტივობა დაგხვდეს.

📍 მანინო უწერა

თანამედროვე სასტუმრო რაჭის ბალნეოლოგიურ კურორტ უწერაში. აქ სტუმრებს დახვდებათ დახვეწილი რესტორანი, ლაუნჯ-ბარი, დახურული აუზი და ბავშვთა სათამაშო მოედანი.

იდეალურია, თუ: რაჭის ბუნებაში, თანამედროვე და კომფორტულ გარემოში გსურს დასვენება ოჯახთან ერთად ან მეგობრებთან.

როდის შემიძლია 10x PLUS ქულის შეთავაზებით სარგბელობა?

10X PLUS შეთავაზება PLUS ბარათით გადახდისას რაჭის სასტუმრო “მანინოში” 31 ოქტომბრის ჩათვლით გრძელდება, ხოლო ყველა სხვა სასტუმროში – 30 ნოემბრის ჩათვლით.

ასე რომ, შეარჩიე შენთვის სასურველი ადგილი. დაისვენე, დატკბი ყველაზე ფერადი სეზონის ამინდებით, გაერთე, გადაიხადე PLUS ბარათით და დააგროვე PLUS ქულები.

თუ გაინტერესებს, კიდევ რა შეთავაზებები გაქვს PLUS ბარათზე, ყველა მათგანის ნახვას ამ ბულზე შეძლებ.

გააზიარე

შეიძლება დაგაინტერესოს