2 წუთი წასაკითხად
რა უნდა შეიძინო იმპექსში 20% ქეშბექით? [2025]
აღმოაჩინე, როგორ დაიბრუნო დახარჯული თანხის 20% იმპექსის აფთიაქებში PLUS ბარათით. გაიგე, რომელი პროდუქტების შეძენაა ყველაზე მომგებიანი. შეივსე მარაგი ახლა!
9 სექ. 2025
2 წუთი წასაკითხად
საკითხები
გააზიარე
თავგადასავლებით სავსე, ცხელი ზაფხული დასრულდა. აქტიური ცხოვრების რიტმს რომ დაუბრუნდე, აუცილებლად დაგჭირდება თავის მოვლის ახალი პროდუქტები და დეკორატიული კოსმეტიკა. მედიკამენტების საჭიროება კი პერიოდულად სულ გვაქვს. ახალი სეზონის საჭიროებებთან გამკლავებაში იმპექსის სააფთიაქო ქსელი დაგეხმარება.
თუკი შოპინგს იმპექში 9 ან 10 სექტემბერს დაგეგმავ და PLUS ბარათით გადაიხდი, მიმდინარე ფასდაკლებებთან ერთად, დახარჯული თანხის 20%-ს, მაქსიმუმ 60 ლარს, ბარათზე დაიბრუნებ. შეთავაზება აქტიური იქნება ყველა ფიზიკურ აფთიაქში, ნებისმიერ შენაძენზე, მათ შორის მედიკამენტებზეც.
იმის გათვალისწინებით, რომ 9-10 სექტემბერი (სამშაბათი და ოთხშაბათი) სააფთიაქო ფასდაკლების დღეებია, დამატებით 20% ქეშბექი საჭირო მედიკამენტების მარაგს მნიშვნელოვანი დანაზოგით შეგავსებინებს.
რა უნდა შეიძინო იმპექსში 20%-იანი ქეშბექით?
გთავაზობთ რამდენიმე რეკომენდაციას:
Sunkissed – კოსმეტიკის ბრიტანული ბრენდი
თუ ზაფხულის ნამზეურის შენარჩუნება გსურს, Sunkissed შენთვისაა. ეს ბრენდი ნატურალური შემადგენლობით, ორიგინალური შეფუთვებითა და კონცეფციით გამოირჩევა. მის ასორტიმენტში აღმოაჩენ:
- პოპულარულ ავტორუჯებს, რომელიც ბუნებრივ ნამზეურ ეფექტს მიგაღებინებს
- ტანის შიმერს, რომელმაც მომხმარებლის დიდი სიყვარული მოკლე დროში დაიმსახურა
- დეკორატიულ კოსმეტიკასა და სასაჩუქრე ნაკრებებს, რომელიც განსაკუთრებული და ფერადი ვიზუალებით მოგხიბლავს
Korres – პრემიუმ ბრენდი
Korres პრემიუმ კლასის ბერძნული ბრენდია, რომელიც მცენარეული ინგრედიენტებისგან დამზადებულ და ინოვაციურ ფორმულებზე დაფუძნებულ უსაფრთხო, ეფექტურ საშუალებებს გთავაზობს. ასორტიმენტში აღმოაჩენ სახის, სხეულის, თმის მოვლის საშუალებებსა და პარფიუმერიას.
შემოდგომაზე განსაკუთრებით აქტუალურია მათი Greek Yoghurt ხაზი. ეს პროდუქტები იდეალურად ატენიანებს და ამშვიდებს ზაფხულის სიმხურვალისგან გაღიზიანებულ კანს და აღადგენს მიკრობიომის ბალანსს. მათი ფორმულა გამდიდრებულია ცილებით, პრე და პრობიოტიკებითა და ვიტამინებით, არ შეიცავს პარაბენებსა და სხვა მავნე ქიმიურ ნივთიერებებს.
Phytorelax თმის ნაკრები
ზაფხულის მზისგან გამომშრალ თმას აუცილებლად სჭირდება აღდგენა და დატენიანება. თმის გაჯანსაღებაში იმპექსის ექსკლუზიური ბრენდის, Phytorelax-ის თმის მოვლის საშუალებები დაგეხმარება. ეს იტალიური ბრენდი პროდუქტებში იყენებს ბუნებრივ ინგრედიენტებს, რომელთა ეფექტურობაც კვლევებითაა დადასტურებული.
Keratin Repair შექმნილია თმის აღდგენისთვის და მისი სტრუქტურის გაძლიერებისთვის. ამ ხაზის ძირითადი ინგრედიენტია თხევადი კერატინი, რომელიც ღრმად აღწევს თმის ბოჭკოში, აღადგენს დაზიანებულ სტრუქტურას. თხევადი კერატინით გაჯერებული შამპუნი, სპრეი, ნიღაბი და ანტი-ფრისი რძე დაგეხმარება დაიბრუნო თმის ბზინვარება და ელასტიურობა.
ქეშბექის აქცია ვრცელდება იმპექსის ყველა პროდუქტზე. ამიტომ, შეგიძლია შეიძინო არა მხოლოდ ზემოთ ჩამოთვლილი ბრენდები, არამედ მედიკამენტებიც, ექსკლუზიური და პრემიუმ ხაზის კოსმეტიკა, ბავშვის კვებისა და მოვლის პროდუქტები თუ სამედიცინო ტექნიკა.
თუ ჯერ ისევ არ გაქვს PLUS ბარათი, გადადი ბმულზე და გაიაქტიურე სულ რამდენიმე წუთში სრულიად უფასოდ.