2 წუთი წასაკითხად
1 ნაბიჯი 1,000,000 PLUS ქულამდე – ინდმეწარმეებს ჯადოსნური 2026 წელი ელით
ინდმეწარმეებო, აღმოაჩინეთ 1,000,000 PLUS ქულის მოგების შანსი საქართველოს ბანკის გათამაშებაში! მონაწილეობა მარტივია: 1 ტრანზაქცია და შანსი თქვენია. დეტალები აქ.
1 დეკ. 2025
2 წუთი წასაკითხად
ზამთრის დადგომასთან ერთად, საახალწლო პერიოდი და საქართველოს ბანკის ძალიან შთამბეჭდავი გათამაშებაც გვიახლოვდება. ინდმეწარმეებისთვის კი ეს სეზონი შეიძლება განსაკუთრებით იღბლიანი აღმოჩნდეს და არც წინასაახალწლო განწყობაზე მოუწიოთ ბევრი ზრუნვა, რადგან სულ რაღაც 1 ნაბიჯით უკვე 1,000,000 PLUS ქულის მოგებაა შესაძლებელი.
აქ არის პატარა საიდუმლოც: თუ ამ ქულებს 5 ივლისამდე, PLUS-ის დაბადების დღემდე შეინახავთ, პარტნიორ ობიექტებში PLUS ქულებით გადახდისას 50% ფასდაკლებით ისარგებლებთ, ანუ 2,000,000 PLUS ქულის ღირებულების ნივთის შეძენას შეძლებთ!
ალბათ უკვე წარმოიდგინეთ, რამდენი სურვილის ასრულება შეიძლება ამდენი PLUS ქულით.
ამ ბლოგში კამპანიაზე უფრო დაწვრილებით მოგიყვებით.
ვის შეუძლია მონაწილეობა?
საქართველოს ბანკი სულ 3 გამარჯვებულს გამოავლენს, მონაწილეობის მიღება კი ყველა ინდმეწარმეს შეუძლია. მნიშვნელობა არ აქვს დიდი ხანია ჩვენი სერვისებით სარგებლობთ, ახლა შემოგვიერთდით, თუ სულაც ახლახან დარეგისტრირდით ინდმეწარმედ. მთავარია, უმარტივეს ინსტრუქციას მიჰყვეთ და ცოტა იღბალიც მოიშველიოთ.
როგორ უნდა დარეგისტრირდეთ კამპანიაში?
პროცესი იმაზე მარტივია, ვიდრე წარმოიდგენთ და სულ რაღაც 1 წუთს წაგართმევთ:
- ჯერ უნდა შეხვიდეთ ბიზნეს ინტერნეტბანკში ან ბიზნეს მობილბანკში
- შეასრულოთ ნებისმიერი ტრანზაქცია: გადარიცხვა ან გადახდა
- სულ ეს არის! გათამაშებაში უკვე ჩართული ხართ

მნიშვნელოვანი თარიღები
შანსი რომ არ გაუშვათ ხელიდან, კალენდარში რამდენიმე მნიშვნელოვანი თარიღი უნდა მოინიშნოთ.
კამპანია დაიწყება 1 დეკემბერს და 2025 წლის 31 დეკემბრამდე გაგრძელდება. კამპანიაში ჩართვაც ამ პერიოდში უნდა მოასწროთ. თუ არ ხართ დარეგისტრირებული არც ბიზნეს ინტერნეტბანკში და ბიზნეს მობილბანკში, ბოლო დღეს ნუ დაელოდებით.
სამი იღბლიანი ინდმეწარმე 5 იანვარს გამოვლინდება და 1,000,000 PLUS ქულით დაჯილდოვდება.
და რატომ უნდა სცადოთ?
გათამაშებაში მონაწილეობა უმარტივესია – თან თუ ჯერ არ ხართ ინდმეწარმედ დარეგისტრირებული, ამასაც უმარტივესად, ფილიალშივე შეძლებთ (და 31 დეკემბრამდე რეგისტრაციის საფასურს დაიქეშბექებთ კიდეც). შემდეგ კი ბიზნეს ინტერნეტბანკის თუ მობილბანკის ანგარიშსაც მარტივად შექმნით. მოკლედ, საყოყმანო ნამდვილად არაფერია, ჩაერთეთ კამპანიაში და მიიღეთ მილიონი PLUS ქულის მოგების შანსი!