განათლება ქვეყნის განვითარების მთავარი მამოძრავებელი ძალაა. სწორედ ამ იდეით, საქართველოს ბანკი წლებია, ქმნის მრავალფეროვან საგანმანათლებლო შესაძლებლობებს ჟინიანი და შეუჩერებელი ადამიანებისთვის.
2025 წლის შედეგები: 30 პროექტი, 53 პარტნიორი და 300,000-ზე მეტი ჩართული ადამიანი – დაწყებული სკოლის მოსწავლეებისთვის შექმნილი სივრცეებით, დასრულებული საერთაშორისო სასტიპენდიო პროგრამებით.
გაგაცნობთ პროექტების ნაწილს, რომლითაც ათასობით ადამიანისთვის შევქმენით განათლების შესაძლებლობები პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად.
პროექტები მოსწავლეებისთვის
საქართველოს ბანკის საგანმანათლებლო ინიციატივები, რომლებიც სკოლის მოსწავლეებზეა ორიენტირებული, მომავალ თაობას ციფრული ეპოქის გამოწვევებისთვის ამზადებს.
იდეათეკა უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ საკითხავი ადგილი. ეს ფერადი, ტექნოლოგიური სივრცე წელს 11 რეგიონის 25 სკოლაში 18,000-ზე მეტ მოსწავლეს უქმნის თანამედროვე გარემოს სწავლისთვის.
საქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის ერთობლივი პროექტი – STEM სკოლა (Science, Technology, Engineering, Mathematics) – წელს რეკორდულად გაიზარდა: 1,500-ზე მეტი მსურველიდან კურსი 700-ზე მეტმა მოსწავლემ გაიარა. გამორჩეულ 90 მოსწავლეს ბანკმა სწავლა სრულად ან ნაწილობრივ დაუფინანსა.
ტრადიციული ოლიმპიადებისგან განსხვავებით, STEM ოლიმპიადა სრულიად ახალი კონცეფციაა. 150+ სკოლის 800+ მოსწავლე არა მხოლოდ ეჯიბრება, არამედ ავითარებს კრიტიკულ აზროვნებას.
წელს 8 ტექნოპარკში 170 მოსწავლემ უფასოდ ისწავლა Front-end დეველოპმენტი. კურსის ბოლოს ყველამ შექმნა ნამდვილი პროდუქტი – რეალური სავიზიტო ბარათი მომავალი კარიერისთვის.
ოლიმპიადა “ევერესტმა” წელს 35,000-ზე მეტ მოსწავლეს აჩვენა, რომ მათემატიკა შეიძლება იყოს სახალისო შეჯიბრი. I-VI კლასის მოსწავლეებისთვის ეს ხშირად პირველი სერიოზული აკადემიური გამოწვევაა.
სტიპენდიები უნივერსიტეტებში
სტუდენტობის პერიოდი ახალი ცოდნისა და უნარების შეძენას უნდა ემსახურებოდეს, ფინანსური ბარიერების გარეშე. სწორედ ამ მიზნით, საქართველოს ბანკი, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, სტუდენტებს განვითარებისთვის მრავალფეროვან შესაძლებლობებს სთავაზობს.
ეს ბანკის ყველაზე მასშტაბური საგანმანათლებლო ინიციატივაა. პროგრამის ფარგლებში, მაღალი აკადემიური მოსწრებისა და მოტივაციის მქონე ახალგაზრდებს სწავლა სრულად ან ნაწილობრივ უფინანსდებათ 21 ადგილობრივ უნივერსიტეტში. 2025 წელს ამ შესაძლებლობით 350-ზე მეტმა სტუდენტმა ისარგებლა.
პროგრამა გამორჩეული ქართველი არქიტექტორის, გიორგი ჩახავას, სახელს ატარებს, რომლის უნიკალური ხედვის შედეგია საქართველოს ბანკის სათავო ოფისის შენობაც.
პროგრამის ფარგლებში, 4 პარტნიორი უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტის სტუდენტებს საშუალება აქვთ, მოიპოვონ სწავლის 100%-იანი დაფინანსება.
ზოგჯერ საცხოვრებელი ხარჯები უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელებისთვის მნიშვნელოვან ბარიერს წარმოადგენს. საქართველოს ბანკმა 2025 წელს, UniGrant-ის პროგრამით, 68 სტუდენტს სრულად დაუფინანსა როგორც სწავლის საფასური, ისე საცხოვრებელი ხარჯები.
საერთაშორისო განათლება
ბანკის მხარდაჭერით, 56 სტუდენტს საზღვარგარეთ სწავლა სრულად დაუფინანსდა. ამ მიმართულებით სამი ძირითადი პროგრამა ხორციელდება:
საქართველოს ბანკთან პარტნიორობით, ქართველ სტუდენტებს ეძლევათ შესაძლებლობა, ერთი წლით გაემგზავრონ დიდ ბრიტანეთში, ისწავლონ საუკეთესო უნივერსიტეტებში და ბრიტანული აკადემიური გამოცდილება ქვეყნის განვითარებისთვის გამოიყენონ.
საქართველოს ბანკი ფულბრაიტის პროგრამას 2014 წლიდან შეუერთდა და ნიჭიერ ახალგაზრდებს აშშ-ში სასურველ უნივერსიტეტში სწავლის შანსს აძლევს. ბანკის სტიპენდია სრულად ფარავს 2-წლიანი სამაგისტრო პროგრამის ყველა ძირითად ხარჯს. დაფინანსება განკუთვნილია სტუდენტებისთვის, რომლებიც სწავლას ბიზნესის ადმინისტრირების ან STEM მიმართულებით აგრძელებენ.
ეს განსაკუთრებით ემოციური პროექტია, რომელიც საქართველოს ბანკის ყოფილი კრეატიული მარკეტერის, ნიკა გუჯეჯიანის სახელს ატარებს. სტიპენდია კრეატიულ ახალგაზრდებს აძლევს შანსს ისწავლონ ბერლინში, მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ კრეატიულ სკოლაში – Miami Ad School Europe. Art Direction-ისა და Copywriting-ის სწავლის გარდა, სტუდენტები ქმნიან საერთაშორისო პორტფოლიოს და იღებენ რეალურ გამოცდილებას დიდ სააგენტოებსა და კომპანიებში.
განათლების სხვა შესაძლებლობები
საქართველოს ბანკის საგანმანათლებლო ინიციატივები არ შემოიფარგლება სკოლის მოსწავლეებით და უნივერსიტეტის სტუდენტებით.
ჩვენ შესაძლებლობებს ყველა ასაკისა და ინტერესის მქონე ადამიანისთვის ვქმნით.
წარმატების მისაღწევად საუნივერსიტეტო განათლება ერთადერთი გზა არ არის. საქართველოს ბანკისა და 7 წამყვანი აკადემიის და სასწავლებლის პარტნიორობით ნებისმიერ მსურველს შეუძლია სრული დაფინანსებით შეისწავლოს პროგრამირება, კიბერუსაფრთხოება, გრაფიკული დიზაინი, ფინანსები თუ კულინარია. წელს უკვე 20 სტიპენდიატმა მიიღო მოთხოვნადი პროფესიების შესწავლის შესაძლებლობა.
„მასწავლებლის ეროვნული ჯილდო” 2017 წელს შეიქმნა გამორჩეული პედაგოგების წარმოსაჩენად. პროექტი ინოვაციურად მოაზროვნე მასწავლებლებს აერთიანებს.
საქართველოს ბანკი, როგორც ინიციატივის მთავარი მხარდამჭერი, ხელს უწყობს პედაგოგის პროფესიის პრესტიჟის ამაღლებას. წელს კონკურსში 180 მასწავლებელი ჩაერთო მთელი საქართველოდან, რომლებიც ინოვაციური მეთოდებით მუშაობენ.
ხელოვნური ინტელექტი მომავლის ენაა, რომლის განვითარებაში ქალების როლი კრიტიკულად მნიშვნელოვანია.
ამიტომ, საქართველოს ბანკმა ქალებისთვის სპეციალური პროექტი შექმნა, რაც 6 წამყვან აკადემიაში AI-ის მიმართულებით სწავლის 100%-ით დაფინანსებას ფულისხმობს.
2025 წელი დატვირთული, საინტერესო და ემოციებით სავსე გამოვიდა. საქართველოს ბანკი განაგრძობს განათლების შესაძლებლობების შექმნას მომავალშიც. თუ გინდა, რომ არ გამოგრჩეს შენთვის საინტერესო პროექტი, თვალი ადევნე ვებგვერდს: ganatleba.bog.ge
მადლობა, რომ განათლების გზაზე არ ჩერდებით.