3 წუთი წასაკითხად
საქართველოს ბანკის სტიპენდია: სრული გზამკვლევი სტუდენტებისთვის
28 ოქტ. 2025
3 წუთი წასაკითხად
3 წუთი წასაკითხად
აღმოაჩინე საქართველოს ბანკის სტიპენდია! მიიღე სრული დაფინანსება 21 წამყვან უნივერსიტეტში. გაეცანი შერჩევის წესებს, რჩევებს სამოტივაციო წერილზე და შთამაგონებელ ისტორიებს.
28 ოქტ. 2025
3 წუთი წასაკითხად
განათლება ყველაზე მნიშვნელოვანი ინვესტიციაა საკუთარ მომავალში. თუ ხარ სტუდენტი ან აბიტურიენტი, რომელიც მუდმივად ცდილობს განვითარებას, ეძებს ახალ შესაძლებლობებს და სჯერა, რომ შრომა აუცილებლად ფასდება, მაშინ ეს ბლოგი შენთვისაა.
საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამა სწორედ ასეთი მოტივირებული ახალგაზრდების მხარდასაჭერად შეიქმნა. ამ ბლოგში ჩვენ ვუპასუხებთ ყველა კითხვას და დაგეხმარებით, წარმატებით გადადგა ნაბიჯი შენი მიზნებისკენ.
ეს არის საქართველოს ბანკის საგანმანათლებლო ინიციატივა, რომელიც ნიჭიერ და მიზანდასახულ სტუდენტებს საშუალებას აძლევს, მოიპოვონ 100%-იანი ან ნაწილობრივი დაფინანსება საქართველოს 21 წამყვან უნივერსიტეტში.
პროგრამის მთავარი მიზანია, ხელი შეუწყოს მომავალ პროფესიონალებს, განათლებაზე ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდის გზით.
პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია საბაკალავრო საფეხურის ნებისმიერი კურსის სტუდენტს, მთავარია, გქონდეს მაღალი აკადემიური მოსწრება (GPA) და ჟინი, გახდე გამორჩეული პროფესიონალი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ვხედავდეთ შენს მიზანდასახულობასა და განვითარების სურვილს.
შერჩევა რამდენიმე ეტაპად მიმდინარეობს, რათა საუკეთესო და ყველაზე მოტივირებული კანდიდატები გამოვლინდნენ:
სამოტივაციო წერილი შენი სავიზიტო ბარათია. აი, რამდენიმე რჩევა:
ყველაზე კარგი მოტივაცია ხომ იმ ადამიანების ისტორიებია, რომლებიც შენსავით იწყებდნენ. მათაც ჰქონდათ კითხვები, ეჭვები, მაგრამ მიზანდასახულობით და შრომით შეუძლებელი შეძლეს.
გაიცანი რამდენიმე მათგანი, იქნებ მათ შორის შენი მომავალიც დაინახო:
შენ უკვე გაეცანი სტიპენდიის დეტალებს, ნახე, რა ნაბიჯებია გასავლელი და, რაც მთავარია, წაიკითხე იმ ადამიანების ისტორიები, ვისთვისაც ეს პროგრამა წარმატების დასაწყისი გახდა.
მზად ხარ, შენც გახდე სტიპენდიატი?
მაშინ გაითვალისწინე, რომ აპლიკაციების მიღება 20 ოქტომბერს დაიწყო და 30 ნოემბრამდე გაგრძელდება.
რეგისტრაციისთვის ეწვიე stipendia.bog.ge-ს, აირჩიე შენი უნივერსიტეტი და შეავსე განაცხადი.
3 წუთი წასაკითხად
21 მაი. 2026
Miami Ad School-ის დირექტორი გირჩევს, როგორ შექმნა პორტფოლიო, რომელიც ყველას დაამახსოვრდება. ისწავლე, რატომაა შენი კულტურული კოდი უპირატესობა.
5 წუთი წასაკითხად
21 მაი. 2026
გაინტერესებს კრეატიული ინდუსტრია? მიიღე სრული დაფინანსება Miami Ad School-ში ნიკა გუჯეჯიანის სტიპენდიით მადრიდის კამპუსში
3 წუთი წასაკითხად
18 მაი. 2026
აღმოაჩინე 4 საერთაშორისო სტიპენდია საქართველოს ბანკისგან. მიიღე სრული დაფინანსება საზღვარგარეთ სწავლისთვის და განვითარდი წამყვან უნივერსიტეტებში.
2 წუთი წასაკითხად
14 მაი. 2026
თუ არქიტექტურა გაინტერესებს, ბექა ფხაკაძის რჩევები დაგეხმარება. გაიგე, რა როლს თამაშობს განათლება, დისციპლინა და როგორ დაგეხმარება ბანკის სტიპენდია.
3 წუთი წასაკითხად
21 მაი. 2026
5 წუთი წასაკითხად
21 მაი. 2026
3 წუთი წასაკითხად
18 მაი. 2026
2 წუთი წასაკითხად
14 მაი. 2026